ქუთაისის მერია საახალწლო განათებების შესაძენად 107 140 ლარიან ტენდერს აცხადებს

573

ქუთაისის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად 11 სექტემბერს 107 140 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს.

გარდა ამისა, მიმწოდებელმა ქალაქში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საახალწლო მასალების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს, ამასთან, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნის შემთხვევაში მიმწოდებელს საქონლის შეცვლა საკუთარი სახსრებით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში მოუწევს.