ხობის სოფელ პირველ მაისში ამბულატორია გარემონტდა

516

ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 19 446 ლარი დაიხარჯა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.