ამბროლაურში, წესი-ურავის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

118

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, წყალგამტარი მილებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება;

მერიაში ამბობენ, რომ წესი-ურავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ერთ დროს ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული.

პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 7 ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები და საყრდენი კედლები. ასევე, გათავლისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ავტობუსის გაჩერებების მოწყობა;

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 19 671 177 ლარია.