კრწანისის რაიონში, ვირსალაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დაიწყო

526

კრწანისის რაიონში, ვირსალაძის ქუჩაზე N10-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დაიწყო.

კედლის მშენებლობასთან ერთად, გამგეობა მოაწყობს რკინა-ბეტონის კიბესა და მოაჯირს.
კედლის სიგრძე 40 გრძ. მ-ია. აღნიშნული სამუშოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 42 500 ლარია გამოყოფილი.

კედლის მშენებლობის პარალელურად, უახლოეს მომავალში დაიწყება სანიაღვრე ქსელის მოწყობაც, რის შემდეგაც, აღნიშნულ მისამართზე კრწანისის გამგეობა ასფალტის საფარს გამოცვლის.

ვირსალაძის ქუჩის ნაწილზე უკვე მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი იმ მონაკვეთზე, სადაც კედლის ჩამოშლის საფრთხე უფრო დიდი იყო, ახლა კი კედლის მოწყობა მოპირდაპირე მხარეს დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებულ რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოუხსნის.