ახალციხის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა

484

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა, შედეგად დახმარება გაეწია 11 521 მოქალაქეს.

მათ შორის:

სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები დაუფინანსდა – 185 მოქალაქეს, 47 594 ლარის ღირებულების;

ქირურგიული მომსახურებისთვის – 566 მოქალაქეს გაეწია დახმარება, ჯამში 240 508 ლარის ღირებულების;

ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ დაფინანსება მიიღო 80 მოქალაქემ – 112 568 ლარის ღირებულების;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლა 9130-მა მოქალაქემ, რისთვისაც გაიხარჯა 15 000 ლარი;

სოციალური დახმარება გაეწია 368 ახალშობილის ოჯახს – 55 200 ლარის ოდენობით;

სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში სწავლის გადასახადი დაუფინანსდა 249 მოსწავლეს – 25 242 ლარის ოდენობით;

იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 12 450 ლარი;

შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – სულ 34 ბენეფიციარს სოციალური დახმარება გაეწია 12 975 ლარის ოდენობით;

შშმ პირებს და სხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს – ჯამში 307 ბენეფიციარს გაეწია 65 700 ლარის სოციალური დახმარება;

შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება გაეწია 74 ბენეფიციარს, ჯამში 22 200 ლარის ოდენობით;

ხანძრის შედეგად დაზარალებულ 9 ოჯახს გაეწია დახმარება, ჯამში 14 900 ლარის ოდენობით;

ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის” უფასო სასადილოს მომსახურება გაეწია 195 ბენეფიციარს, აღნიშნული მომსახურებისთვის გაიხარჯა 82 049 ლარი;

შეჭირვებული მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დახმარება – სასურსათო პაკეტები მიიღო 202 ოჯახმა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 19 664 ლარი.

მიმდინარე 2019 წელს სოციალური პროგრამებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში 1 110 000 ლარია გათვალისწინებული.