დღეიდან ბათუმში მოძრავი ავტობუსები სხვა მარშრუტით იმოძრავებენ

550
ბათუმი

დღეიდან ბათუმში მოძრავი ავტობუსები სხვა მარშრუტით ივლიან. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ცვლილება N8, N11 და N42  ხაზზე მოძრავ ავტობუსებს ეხება. კერძოდ, 8 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს. N11 – ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩების, N42 ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი კი  ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზეც. შეზუდვა შეეხება, ასევე,  ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს.

მიზეზი ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.