ამბროლაურის სოფლებში, ხვანჭკარასა და ტოლაში სანიაღვრე არხები მოეწყო

814

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარასა და ტოლაში შიდა სასოფლო გზებზე სანიაღვრე არხები მოეწყო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა და ღირებულება 34 769 ლარს შეადგენს;

ამბროლაურის მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხების მოწყობა და სოფლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.