პროექტში – “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის” მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო – შეავსეთ ანკეტა

1834

“ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის” პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო (ანკეტა იხილეთ ინსტრუქციის ბოლოს).

პროექტის მიზანია ჭიათურის, ტყიბულის, ცაგერის, სურამისა და გარდაბნის ახალგაზრდების ჩართვა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მიმართულია მათი დასახლების ურბანული განვითარებისათვის.

პროექტი ითვალისწინებს:

  • სამიზნე ლოკაციებში ახალგაზრდების 3-კაციანი ჯგუფების შექმნას;
  • ურბანულ განვითარებაზე მიმართული კონცეფციებისა და პროექტების კონკურსს, რათა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების ჯგუფები ჩაერთონ ადგილობრივი ურბანული განვითარების პროცესში;
  • სამიზნე ლოკაციებში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტების გამოყენების, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და პროექტების წერის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ამაღლებისათვის ტრენინგების ჩატარებას;
  • სპეციალური სასწავლო ტურის ჩატარებას ჩეხეთის რესპუბლიკაში, რათა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნონ ადგილობრივ ურბანულ განვითარებაში სამოქალაქო ჩათულობის ევროპულ გამოცდილებას;
  • მდგრადი და ფუნქციონალური მექანიზმის შემუშავებას, რათა პროექტით დაგროვილი გამოცილების გაზიარება მოხდეს საქართველოს სხვა რეგიონებში.

ვის შეუძლია მონაწილეობა საპროექტო იდეების კონკურსში და გუნდებში წევრების შერჩევის კრიტერიუმები

  1. გუნდის წევრები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები;
  2. საპროექტო იდეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ტყიბულში, ჭიათურაში, ცაგერში, სურამსა და გარდაბანში მცხოვრებ, ან რეგისტრირებულ ახალგაზრდებს 18-დან 30 წლამდე;
  3. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 წევრისგან, აქედან ერთი წევრი უნდა იყოს გუნდის ხელმძღვანელი;
  4. საპროექტო იდეა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს, მიმართული უნდა იყოს სამიზნე მუნიციპალიტეტების განვითარებაზე და უნდა იყოს საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი;
  5. გუნდის წევრები არ უნდა იყვნენ დასაქმებულნი საჯარო სამსახურში;

საპროექტო იდეების კონკურსის ზოგადი პრინციპები

  1. საპროექტო წინადადების იდეა უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს და მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის/დასახლების განვთარებაზე, საპროექტო წინადადება უნდა იყოს საჯარო სიკეთის მომტანი;
  2. საპროექტო იდეები არ უნდა იყოს მიმართული კერძო ინვესტიციების ან ბიზნეს-იდეების განხორციელებაზე;
  3. გუნდების ყველა წევრმა მონაწილეობა უნდა მიიღოს პროექტით დაგეგმილ ყველა ღონისძიებებში (მენტორინგი, ტრენინგი და ა.შ);
  4. გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პროექტით განსაზღვურლი წესით, კერძოდ, საჯარო კენჭისყრა;

საპროექტო იდეების კონკურსის პროცედურა

თითოეულ სამიზნე ლოკაციაზე შეირჩევა ერთი გამარჯვებული საპროექტო იდეა, რომელსაც საჯარო კენჭისყრით შეარჩევს მოსახლეობა. თითოეულ გუნდს პროექტი მისცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს საკუთარი იდეის უპირატესობა.

საპროექტო იდეების კონკურსში გამარჯვებული:

  • გამარჯვებული საპროექტო იდეები (თითოეულ ლოკაციაზე ერთი) გადამუშავდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესაბამისად და შემდგომში განხორციელდება ამავე ფონდიდან გამოყოფილი თანხით.
  • თითოეულ სამიზნე ლოკაციაზე გამარჯვებული გუნდის (სულ 5 გუნდი) ყველა წევრი გაემგზავრება ჩეხეთის რესპუბლიკაში სასწავლო ტურით.

პროექტით დაგეგმილი აქტივობების განრიგი:

16 სექტემბერი-15 ოქტომბერი – ტრენინგები სამიზნე ლოკაციებში (მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ დამატებით);

9 სექტემბერი-16 სექტემბერი – პირველი შეხვედრა მენტორებთან (მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ დამატებით);

15ოქტომბერი -25 ოქტომბერი – მეორე შეხვედრა მენტორებთან (მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ დამატებით);

15 ნოემბერი – გამარჯვებული საპროექტო იდეების გამოვლენა კენჭისყრით;

26 ნოემბერი – გამარჯვებული საპროექტო იდეების დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში;

18 თებერვალი-22 თებერვალი – სასწავლო ტური ჩეხეთის რესპუბლიკაში.

შევსებული ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geomediaclub@gmail.com 
შევსებული სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 სექტემბერი.