სიღნაღის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

108

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გოგილაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.

სიღნაღის მერმა საჯარო მოხელეებს მის ახალ მოადგილედ მალხაზ ბეგიაშვილი წარუდგინა.

როგორც სიღნაღის მერიაში აცხადებენ, მალხაზ ბეგიაშვილი მერიაში ფინანსების, ეკონომიკის და ინფრასტუქტურის სფეროებს ჩაიბარებს, ხოლო თეიმურაზ ბალარჯიშვილი მერის მრჩევლის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენას კახეთის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები გივი მეტრეველი და პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.