ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა

452

ქუთაისში დღეს, 6 აგვისტოს დილის 8 სთ-დან, 7 აგვისტოს დილის 8 სთ-მდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება შეწყდება.

მერიის ინფორმაციით, სულხან-საბას ქუჩის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, გუგუნავას ქუჩის გავლით შეძლებენ.

მოძრაობა 24 საათში, გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აღდგება.