გორის მერიამ ქუჩების მოსარეცხად მანქანა შეიძინა

1102

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუჩების მოსარეცხი მანქანა შეიძინა. მერიაში ამბობენ, რომ მანქანა იაპონიის გრანტის ფარგლებში შეიძინეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ქუჩების მოსარეცხი მანქანა უკვე შეძენილია და უახლოეს პერიოდში უნდა მოგვაწოდონ. ასევე, არის ერთი ნაგავმზიდი, სამი თვითმცლელი და ორი ექსკავატორი. ეს არის მუნიციპალური ბიუჯეტიდან და იაპონიის გრანტით შეძენილი ტექნიკა“, – განმარტავენ მერიაში.

გორის მერიას სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად 1 193 804 ლარი აქვს გათვალისწინებული.