ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ბიუჯეტიდან 2.5 მილიონზე მეტით ფინანსდება

1298

ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – Anaklia Echowaves ბიუჯეტიდან 2 559 600 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხა პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოიყოფა.

განკარგულებაში მითითებულია, რომ ფესტივალი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა.

ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს წელს 22-25 აგვისტოს უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრებს შორის არიან Nina Kraviz, Ben Klock, ROØDHÅD და Adriatique.