გორის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტომ ძაღლებისთვის ჩიპების ჩადგმა დაიწყო

92

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტომ ძაღლებისთვის ჩიპების ჩადგმა დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის განმარტებით, ამ ეტაპზე, ცხოველებისთვის ჩიპის ჩადგმა ნებაყოფლობითია. მომსახურების ფასი კი 20 ლარია.

“ჩვენმა სააგენტომ დაიწყო ძაღლების “დაჩიპვა”, მსურველებს შეუძლიათ თავისი ოთხფეხა მეგობარი ჩვენთან მოიყვანონ და შესაბამისი პროცედურები გაატარონ.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ მივმართოთ საკრებულოს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა პატრონი ვალდებული გახდეს თავისი ძაღლი “დაჩიპოს” და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მისი ქუჩაში გაშვება, სპეციალური სკანერით ჩვენ შევამოწმებთ და მეპატრონეს მივაკვლევთ, რათა მას შესაბამისი სანქციები დაეკისროს”, – აცხადებს თამარ აფციაური.

შეგახსენებთ, რომ შინაური ცხოველებისთვის ჩიპებს ჩადგმის იდეა პირველად გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გაავრცელა.