ქუთაისის მერიამ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გამოყო

807

ქუთაისის მერიამ შვიდი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის 350 000 ლარი გამოყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის გამზირზე N2-ში, N24-ში, N26-ში, N28-ში, N37-ში, გუგუნავას ქუჩაზე N2-ში და ნიკეას ქუჩის N1/5-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს.

სამუშაოებს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება, ჭავჭავაძის N24-ის გარდა აწარმოებს შპს “ლამოდერნა”, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე, N24 ში მდებარე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს-” ტუკა” ახორციელებს.