ასპინძის სოფლებში არქეოლოგიური კვლევები დაიწყო

225

ასპინძის სოფლებში ტოლოშში, საყუდაბელსა და ერკოტის მიმდებარე ტერიტორიებზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი, ავსტრალიის “მელბურნის“ უნივერსიტეტის ფრანგ და დიდი ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად ახორციელებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამუშაოები გრძელდება სოფელ ზველშიც. ექსპედიცია საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს.

ზველში, ტოლოშში, საყუდაბელსა და ერკოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გათხრები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.