ქუთაისის მერი მრჩეველთა საბჭოს სხდომებს არ ესწრება

750

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საბჭოს სხდომებს აღარ ესწრება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმისათვის არსებობს, რომ აქ განიხილებოდეს ის საკითხები ცოცხალ რეჟიმში და მერის ჩართულობით.  ჩვენ ვართ უშუალოდ მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო და არა მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან, ისინიც ითვლებიან საბჭოს წევრებთად. საბჭოს 6 სხდომიდან ბოლო 3 შეხვედრას არ დასწრებია ქუთაისის მერი, ასევე, ორჯერ ჩატარდა სხდომა, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ დაესწრნენ შეხვედრას. საბჭოს მიმართ ინტერესი, შეიძლება ითქვას, შენელებულია. აუცილებელია, ყველამ იცოდეს, რომ კანონით გათვალისწინებული ეს ინსტიტუცია უნდა მუშაობდეს, ეს არის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და არა ერთხელ აჩვენა ის, რომ მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომების პრევენცია”, -განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მასში ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.