თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება

846

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. მისი თქმით, არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება, თუმცა, შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს. მისი თქმით, თარიღი საქართველოს მთავრობასთანაც შეთანხმებულია.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია, არჩევნების თარიღი დღესვე გამოაცხადოს, როგორც ჩანს, მან მხედველობაში მიიღო მმართველი პარტიის მიერ “საარჩევნო კოდექსში” ინიცირებული ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული ცვლილება პარლამენტში განხილვის პროცესშია.