ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

371

ხვალ, 2 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგების დაძირითადი მიგნებები. კვლევის ავტორები, ასევე, ისაუბრებენ 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ღიაობის ტენდენციებზე.

შეხვედრის დასასრულს დაგეგმილია 2019 წელს მაღალი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტების დაჯილდოება.

ღონისძიება ხვალ 14:00 საათზე თბილისში, სასტუმრო “რუმსში” გაიმართება. ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.