პანკისში ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენას ითხოვენ

145

მეორე თვეა, რაც პანკისის ხეობაში ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია და ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“ხუთი სოფელი ამ ხიდზეა დამოკიდებული, ვცადეთ სამუშაოების დაწყება, მაგრამ უარი გვითხრეს“ , -აცხადებენ ადგილობრივები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ელოდებიან, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.

ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდტან მისასვლელი გზა მაისის დასაწყისში მოსულმა სტიქიამ დააზიანა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.