ახალციხის საცურაო აუზის საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერი მეორედ გამოცხადდა

247

ახალციხეში სპორტული კომპლექსის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ტენდერი მეორედ გამოაცხადეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 18 ივნისს 272 950 ლარზე გამოაცხადა.

საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე გამოცხადებული პირველი ტენდერი 17 მაისს შეწყდა.

ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას “ჯორჯიანჰაუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია იმ მიზეზით მიანიჭა, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა კომპანია და მიღებული დისკვალიფიკაცია სატენდერო კომისიაში გაასაჩივრა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება პირველ ივლისს დაიწყება.