GWP მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

754
თბილისი gwp

დღეს, 5 ივნისს, მგალობლიშვილის ქუჩაზე “ჯივიპის“ წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა და წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა.

GWP-ს ცნობით, მას შემდეგ, რა წყალმომარაგების ქსელს წყლისგან დაცლიან მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები ოპერატიულად დაიწყება. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

“მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 6 ივნისის, დილის 08:00 საათამდე შეზღუდული აქვს: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია “GWP-მა” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, მგალობლიშვილის ქუჩაზე გზა ჩაინგრა და სამი მანქანა ჩაიყოლა. მილის შეკეთება “GWP-მა” გუშინ დაასრულა.