ზუგდიდში საპენსიო ასაკის 93 პედაგოგი სკოლას ტოვებს

1279

ზუგდიდშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ზუგდიდში საპენსიო ასაკის 230-მდე პრაქტიკოს პედაგოგიდან 93-მა საქმიანობის შეწყვეტაზე გააკეთა განაცხადი და ჯილდოს მიღებაზე სურვილი გამოთქვა, დანარჩენი კი გამოცდაზე დარეგისტრირდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბრის თვეში ერთდროულად მიიღებენ.

“სულ 51 სკოლა. საპენსიო ასაკის, დაახლოებით, 230 პრაქტიკოსი მასწავლებელი, დღევანდელი მონაცემებით 93-მა გამოთქვა სურვილი ჯილდოს მიღებაზე, დანარჩენი დარეგისტრირდა გამოცდაზე,”- აღნიშნა ფარცვანიამ.

რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.