რუსთავის მერის თქმით, სახლი, სადაც ქურდობა მოხდა არა მისი, არამედ მისი ბაბუის საკუთრებაა

197

წინა სტატია

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სახლი, სადაც ქურდობა მოხდა, მის საკუთრებას წარმოადგეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ეს არ არის ჩემი სახლი. ეს არის ბაბუის სახლი, რომელიც დედის მამას ეკუთვნოდა და ჩემს საკუთრებას არ წარმოადგენს”, – აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

მისივე თქმით, სოფელში მიწის ნაკვეთი აქვს და აღნიშნული სახლის მარანს, საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახად იყენებს.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ე.წ. ხელის ტრაქტორი.