რუსთავში ახალ გაზგამანაწილებელ სადგურს აშენებენ

832

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რუსთავში გაზგამანაწილებელ ახალ სადგურს აშენებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაშია ცხადებენ, გაზგამანაწილებელ სადგურს, ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია “Forain Srl” აშენებს.

ახალი სადგური ქალაქ რუსთავის მოსახლეობისა და იქ არსებული სხვა მსხვილი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობის და საიმედოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება გაზის განაწილების, ფილტრაციის და რედუცირების საკითხებიც.

რუსთავში გაზგამანაწილებელი ახალ სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.