თეთრიწყაროს სოფელ ვაშლოვანში 4.7 კილომეტრიან გზას აშენებენ

285

თეთრიწყაროს მერიის დაკვეთით, სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, 4.7 კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოსაწყობად 1 997 914 ლარი დაიხარჯება.

“აღსანიშნავია, რომ გზის მოწესრიგებამდე აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა, ხოლო სამუშაოების განხორციელების შედეგად სოფლები უმოკლესი პირდაპირი გზით, დაუკავშირდება ცენტრალურ საავტომობილო გზას და პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გზით სოფელ ვაშლოვანსა და ერტისში მცხოვრები 1 000-მდე მცხოვრები ისარგებლებს”, – აცხადებენ მერიაში.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები  2019 წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება.