კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება

279

წინა სტატია

დედაქალაქის ვიცემრემა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მთავრობის სხდომიდა დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება. მისი თქმით, ამ არეალში ახალი ავტობუსები იმოძრავებს.

“ახალი ავტობუსების შემოსვლა ცოტა დაგვიანდა და პირველი ივლისიდან ჩვენი მზაობა გადაიწია პირველ აგვისტომდე, რომ საპილოტე არეალში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში ახალი ავტობუსები მოემსახუროს ჩვენ მოქალაქეებს.

ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ზონალურ პარკირებასთან ერთად მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება იმ არეალებში, სადაც შევა ზონალური პარკირების ახალი მოდელი – საათობრივი პარკირების ახალი სისტემა. შესაბამისად, ვინაიდან პირველი ივლისის მდგომარეობით ვერ მოესწრო ავტობუსების შემოსვლა სრული რაოდენობით, პირველი აგვისტოსთვის ჩვენ უკვე სრულად მზად ვიქნებით.

პარკირებასთან დაკავშირებით ჩვენ გაკეთებული გვაქვს განმარტებები, ყველასთვის ცნობილია და კიდევ იქნება დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორი სისტემა იმუშავებს პირველი აგვისტოდან. ავტობუსებს რამდენად გაატარებს კოტე აფხაზის ქუჩა დატესტილია. სამი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი იმუშავებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც აქამდე არ მოძრაობდა. გაბარიტები გაზომილია და ავტობუსები შესულია. ფასებს რაც შეეხება, საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი – ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი”, -განაცხადა ხმალაძემ.