ბახტაძე: ჩვენ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ ყველა ოლქში, ერთის გარდა

1166

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ერთის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები პირველივე ტურში იმარჯვებენ. ერთადერთი, სადაც, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება, იქნება თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრს ირჩევენ.

ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც მმართველ პარტიას ნდობა გამოუცხადეს. მისი თქმით, ყველა ის პროექტი და იდეა, რომელიც მათთან შეთანხმდა, განხორციელდება.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა დესტრუქცია, მათ შორის, მისი კონტროლირებადი მედიიდან.

მან მოუწოდა ყველას, საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის დათვლის პროცესში ხელი არ შეუშალონ.