აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. განახლებული შემადგენლობა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ წარუდგინა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.

განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეარჩია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე შევა დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ
სოხუმის დეფაქტო ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს, გაუფრთხილდნენ ქალაქის ქონებას და არ მოიპარონ მთავარი ნაძვის ხიდან სათამაშოები. როგორც
აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
აფხაზეთში, მთიან კურორტ ავადხარაზე, პირველი თოვლი მოვიდა. ფოტოებს ვიდეოსთან ერთად, კურორტზე მოქმედი პანსიონატი ავრცელებს. https://www.facebook.com/137558766998514/videos/303711953564815/?__xts__[0]=68.ARCA8_C-AxDkJwe1ywhAdfGyh3LavFRCMgGkZpcZTMMILnPneG51xPYog38R_NZxKHJtyz2xNsOr-abmfr1SmgD17eCXY41vnSW7KuIWzy4JkjkSKx19OMLye4D90pL2fch7_FJfg13NMdzKASaUO9oQO_evvCytqvw1zaLLt4_HE2fWNps_AR-hzrphaF4-Exe-9SmnaJs9pXbVRLEI_qCeAFtlB4Ajx89GtsrZuYmTXZNNJ6PnJeS4yZFHi632i2rAg4hyHJgSjVTnM0eRNkjXKvRAsx65jUZXg09vzZm0RDPsVAg3mEbDCiWg0FKTj8v5__lSHSylhJsgZMqVn8o49f_XCNqO8WI&__tn__=-R კლიმატურ-ბალნეოლოგიური
აფხაზეთის ბანკის მონეტები ამერიკაში გამომავალი ჟურნალის "მსოფლიოს მონეტების“ ახალ კატალოგში დაიბეჭდა. ამის შესახებ აფხაზეთის ბანკის დირექტორი
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ კონკურსის შესახებ განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ლაივპრესი" გალის
წინა სტატია ოკუპირებულ სოხუმში კოშკის საათის რეაბილიტაცია დასრულდა და ამჟამად მისი მონტაჟი მიმდინარეობს. სპეციალისტებმა კოშკის
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, თავის 72-ე სესიაზე, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ
ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მინისტრთა ე.წ. კაბინეტმა მოიწონა ცვლილებები, რომლებიც უნდა შევიდეს დადგენილებაში „საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო
ოკუპირებულ სოხუმში მდებარე 50 წლის წინანდელ საათს, დეფაქტო მთავრობა რეაბილიტაციას უტარებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლაივპრესი"
ზუგდიდში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველის" კონფერენცია ჩატარდა, სადაც  პრემიერმა დელეგატებს სიტყვითაც მიმართა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
"ენგურჰესი" სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გეგმავს კაშხლის მუშაობის შეჩერებას. შედეგად აფხაზეთს შეუწყდება ჰესიდან ელექტროენერგიის
%d bloggers like this: