გარდაბნის სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 3.4 მილიონამდე დაიხარჯება

350

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 3 379 029 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ გამარჯვებაში 110 ბავშვზე, ხოლო სოფელ კუმისში 90 აღსაზრდელზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

სატენდერო წინადადებების მიღება 5 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.