თელავის ყოფილი მერი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა

129

თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილედ დაინიშნა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, კალმახელიძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ პლატონ კალმახელიძე ქალაქ თელავის მერად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.

რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას, ის ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ არსენიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.