თელავის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვებს კვებას დაუფინანსებენ

160

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.

საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილის განმარტებით, ცვლილების შედეგად შეიქმნა სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტების დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით, 32 ბენეფიციარი ისარგებლებს.

“აღნიშნულ სოციალურ პროგრამას ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, მაგრამ ჩვილ ბავშვთა ოჯახებს კვების მომლოდინეთა სიაში ყოფნა უწევთ 2-3 თვის მანძილზე. აქედან გამომდინარე აღნიშნული მომსახურების შევსება მოწყვლადი ოჯახების ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. მერიის მიერ ინიცირებული პროექტი ჩვენ განვიხილეთ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე. საკრებულომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა“, – ლევან კოჭლოშვილმა.

სოციალურად დაუცველ 1 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსების ქვეპროგრამა შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ…

Posted by თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო on პარასკევი, 29 მარტი, 2019