შუახევის სოფელ ფურტიოში 2007 წელს დაწყებული რაგბის სტადიონის მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებიათ (ვიდეო)

226

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში 2007 წელს დაწყებული რაგბის სტადიონის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პროცესის გაჭიანურების მიზეზად აქამდე ორ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა სახელდება, მერიაში მიზეზად პირობების შეუსრულებლობას ასახელებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ახლა პროცესი ბოლომდე მესამე კომპანიამ უნდა მიიყვანოს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამურად 100 ათას ლარს აჭარბებს. ცნობისთვის, ფურტიოში არსებული ერთადერთი სარაგბო კლუბი წლებია სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ვარჯიშობს, რომელიც ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.