ავარიული და დაუმთავრებელი კორპუსების ნაცვლად, კომპანიებს უფრო მაღალი ნაგებობების მშენებლობა შეეძლებათ

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ.

კალაძის თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა ხარისხის ავარიული შენობა-ნაგებობებია, ამიტომ K2 კოეფიციენტის ყიდვის გაუქმების პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, ითვალისწინებს შენობების სიმაღლის მატებას.

“თქვენ იცით, რომ K2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ, ასევე, მიღებული იქნა ახალი გენერალური გეგმაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, მათ შორის, ავარიული :ხრუშჩოვკების“, ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, რომ დაშალონ ეს შენობა-ნაგებობები, წავიდნენ სიმაღლეში და მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები.

ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ავარიული სახლების გარდა, გვაქვს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა რიცხვი 170-ზე მეტია და ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიის თვალსაზრისით, ვიზუალურად და ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ფართებს. თუ იქნებიან დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები, მათ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ადამიანებიც დააკმაყოფილონ და მათთვის ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
მთაწმინდაზეუკლებას ქუჩა N3-სა და წავკისის ქუჩა N7-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. პროექტები, ბინათმესაკუთრეთა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურიდან გამოცემა "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, მთაწმინდის, დიდუბის, ჩუღურეთისა და
წინა სტატია დედაქალაქის მერი კახა კალაძე ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე
წინა სტატია თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მერია ექსპლუატაციაში მიუღებელი
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ექსპლუატაციაში
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში უწყებაში ექსპლუატაციაში მიღების
მერიამ 2018 წელს სასტუმროების, სავაჭრო და საოფისე ობიექტების, მრავალფუნქციური შენობების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო. ინფორმაციას
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების შესახებ“ კანონპროექტს
თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 თებერვალს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ტენდერი მეშვეობით უახლოეს
ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, მესამე კვარტალში, N13 კორპუსის გამაგრებას დედაქალაქის მერია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას,
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წელს რიგით პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომას 22 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა
თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ დიდ დიღომში, აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსზე ლაბორატორიული და ექსპერტული კვლევები
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 21 იანვარს იმ ინვესტორებს ხვდება, რომლებსაც ვაკის პარკში
%d bloggers like this: