რა პროექტები დაფინასდება და რა თანხით მაღალმთიან აჭარაში (ვიდეო)

681

წინა სტატია

აჭარის მთავრობა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის პრიორიტეტებს დააფინანსებს. თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოიყოფა. პროექტის განსახორციელებლად მუშაობა უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანი მიმარფთულებების გამოსაკვეთად კი სოფლებში კრებების  ჩატარება იწყება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მაღალმთიან აჭარაში პრობლემები თითქმის იდენტურია. მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწყობას, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.

პროგრამის გასახორციელებლად თანხებს თვითმართველობები, აჭარის ფინასთა და ეკონომინის სამინისტროსგან, პრემიერის განკარგულებით მიიღებენ. პროგრამულად გაწერილია იმ პროექტების ჩამონათვალი, რაც დაფინასდება. მათ შორისაა, საგზაო, საგანმანათლებლო, კულტურისა და სპროტული ობიექტების მოწესრიგება, სარწყავი თუ სასმელი წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოების შემოღობვა და მინი ჰესების რეაბილიტაცია/აღდგენა.