სუს-ი ქობულეთში იმ სახელმწიფო ქონების გასხვისებით დაინტერესდა, რომელშიც მერია ფიგურირებს

636

ქობულეთში სახელმწიფო ქონების გასხვისების საკითხით სუს-ი დაინტერესდა. ის, რომ საქმეში მუნიციპალიტეტის მერია ფიგურირებს ინფორმაცია “TV25-ს” პრესცენტრში დაუდასტურეს, თუმცა, არ დაუზუსტებიათ იყვნენ თუ არა მერიის მაღალჩინოსნები დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში.

მუნიციპალიტეტის მერი “TV25-ის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მოადგილე დავით ვერულიძე კი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ინფორმაცია უწყების იურიდიულ სამსახურში გადაამოწმეს, სადაც მსგავს ფაქტს არ ადასტურებენ.

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიცია ეჭვობს, რომ საქმე აღმაშნებლის ქუჩაზე, საკურორტო ზოლში გასხვისებულ მიწის ნაკვეთს ეხება, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო უნდა აშენებულიყო.

დამატებით დეტალებს ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ შემოგთავაზებთ.