შიდა ქართლის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს

937

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილის თანამდებობაზე ერედვიდან დევნილი ამირან ქრისტესიაშვილი წარადგინა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალი მოადგილე განათლებით იურისტია და ის შიდა ქართლში დევნილეთა საკითხებზე იმუშავებს.

ამირან ქრისტესიაშვილი ამ თანამდებობამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსად მუშაობდა.