გორის მერია 2 თანამშრომელს დახურული კონკურსით შეარჩევს

162

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2 ვაკანტურ პოზიციაზე დახურულ კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერია ამ ფორმით ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსსა და ბუღალტერიის განყოფილების უფროს სპეციალისტს შეარჩევს.

დახურული კონკურსის შემთხვევაში, განცხადების წარდგენა მხოლოდ საჯარო მოხელეებს ან მოხელეთა რეზერვში მყოფ პირებს შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეიმურაზ მანველიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.