2018 წელს თელავის ვიზიტორთა ცენტრს 4 129 ტურისტი ესტუმრა

1910

მიმდინარე წელს თელავის ვიზიტორთა ცენტრს 4 129 ტურისტი ესტუმრა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, თელავის ტურიზმის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ვიზიტორების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გიორგი თვაბერიძის თქმით, ტურისტების რეკორდული რაოდენობა სექტემბერში აღწევს.

“თელავში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს ოფიციალურად რამდენი ტურისტი შემოვიდა ამის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ წლიდან წლამდე ვითვლით რამდენმა ტურისტმა მიაკითხა ჩვენს ტურისტულ ცენტრს.

2018 წელს 4 129 ვიზიტორი ესტუმრა ჩვენს ცენტრს. ყველაზე მეტმა ადამიანმა მოგვაკითხა სექტემბრის თვეში. ხშირად გვაკითხავენ გერმანელები, რუსები, პოლონელები, ჩეხები და სხვა. საწოლების რაოდენობით თელავი არათუ კახეთში, არამედ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ადგილებიდან გამომდინარე გაცილებით მეტი ტურისტის მიღება შეუძლია თელავს. იმის საშიშროება, რომ ტურისტები შემოვიდნენ და თელავში ადგილი არ აღმოჩნდეს, წარმოუდგენლად მეჩვენება. ტურისტები უფრო მეტად მარნის ტიპის სასტუმროებს ირჩევენ’’,- განაცხადა გიორგი თავბერიძემ.