ახალციხის ბაღებში გაზის გაყვანილობები შეამოწმეს

822

წინა სტატია

კომპანია “ინტერგაზმა“ ახალციხეში არსებულ ბაღებში გაზის გაყვანილობები შეამოწმა. როგორც ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, შემოწმების შემდეგ გარკვეული სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“საგანგაშო არაფერი იყო ბაღებში, ყველაფერი შემოწმდა და თუ რამე გამოსასწორებელი იყო გამოვასწორეთ, შევცვალეთ ჩამკეტები, დავაყენეთ გაზის დეტექტორები თავისი ჩამკეტებით, ზოგან მილები გავიყვანეთ, ძირითადად წესრიგში იყო ყველაფერი“, – განაცხადა ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა.

კომპანიამ ბაღებში გაყვანილობები სპეციალური ახლადშეძენილი აპარატით შეამოწმა, რომელიც გაზის გაჟონვას აფიქსირებს. მერაბიშვილი ამბობს, რომ გაჟონვა არსად დაფიქსირებულა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღიდან გაზით მხოლოდ ხუთი, ოთხი ახალციხის და ერთი ვალის ბაღი თბება.

“ინტერგაზს” ბაღების შემოწმება, პრევენციის მიზნით, ახალციხის ბაღების გაერთიანებამ სთხოვა.