რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი 2 მილიონით გაიზარდა

1196

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რუსთავის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განმარტა, სახელმწიფოსგან გამოყოფილი ტრანსფერის რაოდენობა 870 000 ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა – 1 186 400 ლარით გაიზარდა. 

საერთო ჯამში, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტმა, როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილში 57 902 400 ლარი შეადგინა.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.