ზესტაფონის მერთან ერთად თანამდებობას ვიცემერიც ტოვებს

232

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და მისი პირველი მაოდგილე ელგუჯა კვეტენაძე თანამდებობას ტოვებენ.

გადადგომის შესახებ მახათაძე განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს, თუმცა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე ადასტურებენ.

ზესტაფონის მერის წინააღდეგ მუნიციპალიტეტში არაერთი აქცია გაიამრთა და კახა მახათაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

რაც შეეხება, მის პირველ მოადგილეს ის თანამდებობაზე 4 თვის წინ დაინიშნა და გავრცელებული ინფორმაციით მას სწორედ მახათაძე უნდა ჩაენაცვლებინა.

ვიცემერის მოვალეობას მერის მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს.