ლაგოდეხში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 920 000 ლარი დაიხარჯება

147

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 ტერიტორიულ ერთეულში 920 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრების დროს მოსახლეობა პრიორიტეტულ საკითხებს ასახელებს, რომლებიც 2019 წელს გამოყოფილი თანხით მოგვარდება.

“მოსახლეობა ძირითადად სოფლებში გარეგანათების სისტემის, საზოგადოებრივი საპირფარეშოების და ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობას, სასაფლაოების შემღობვას, გზების მოხრეშვას და რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის და სარიტუალო დარბაზის რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითხოვს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში სოფლებში შეხვედრები 21 იანვარს დაიწყო და 16 თებერვლამდე გაგრძელდება. საკონსულტაციო შეხვედრა სულ 67 სოფელშია დაგეგმილი ”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.