შუახევის სოფელ ბუთურაულში წყლის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა (ვიდეო)

250

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა დასრულდა. 29 კილომეტრიანი წყალსადენის სათავე ნაგებობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთში მდებარეობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მაგისტრალის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, თუმცა ხარვეზების გამო დასრულება გაჭიანურდა. წყალსადენი სატესტო რეჟიმში მუშაობს. სამუშაოები შუახევის მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.