ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პორტალი ამოქმედდა

861

წინა სტატია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად პორტალი – air.gov.ge აამოქმედა. ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მოპოვება.

“მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე მისი დაცვის გზებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში, რაც საერთო ჯამში დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს”, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში ინფორმაციიით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA), რათა ახალი პორტალის მეშვეობით მონაცემების გაცვლა და ინტეგრირება EEA-სთან მოხდეს და ევროპის ჰაერის ხარისხის პორტალზე საქართველოს მონაცემებიც აისახოს.