თელავის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებაზე 1 267 000 დაიხარჯება

656

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებაზე 1 267 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მიმდინარე შეკეთებაზე, რეზერვუარების მოვლა-პატრონობაზე, ბუნებრივი წყაროების ლაბორატორიულ შემოწმებასა და ამ მიმართულებით სხვა სამუშაოებზეა გამოყოფილი.

“მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მიმდინარე შეკეთება, რეზერვუარების მოვლა-პატრონობაზე 300 000 ლარი დაიხარჯება. სასმელი წყლის ჭაბურღილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებაზე 600 000 ლარი, ბუნებრივი წყაროების ლაბორატორიულ შემოწმებაზე 6 000 ლარი, ჭაბურღილების ტექნიკურ მომსახურებაზე, ე.წ. “ჭკვიანი მრიცხველების” შეძენა მონტაჟზე 250 000 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის თანადაფინანსება იქნება 53 000 ლარი, ხოლო საზედამხედველო მომსახურებისთვის გათვალისწინებულია 58 300 ლარი”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.