წყალტუბოში ტურისტული არტ-რუკები განათავსეს

1006

წყალტუბოში არტ რუკები განათავსეს, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურისტული ობიქტებისა და ღირსშესანიშნაობების ლოკაციებია დატანილი. არტ რუკა მხატვარმა ელენე მიქელაძემ წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის ინიციატივით დახატა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“წყალტუბოს ყოველწლიურად უამრავი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს, ამიტომ რუკა, რომელიც ახლახან განთავსდა, მათთვის საინფორმაციო მნიშვნელობისაა, რადგან ქალაქში უამრავი სანატორიუმი, სასტუმრო და სხვა სახის სამასპინძლო დაწესებულებაა, თანაც არტ რუკა თავისი ვიზუალური მხარით ძალიან უხდება ქალაქს“, – განაცხადეს წყალტუბოს ტურიზმის ცენტრში.