ზესტაფონში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

813

წინა სტატია

ზესტაფონში აქციის მონაწილეები, რომლებიც ქალაქის მერის კახაბერ მახათაძის თანამდედობიდან გადადგომას ითხოვენ, პროკუტურის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ პროკურატურაში უნდა გასცენ პასუხი თუ რატომ არ ხდება ამ დრომდე კახაბერ მახათაძის დევნა, რადგან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მერზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობასთან რამდენიმე წუთის განმვალობაში ითხოვდნენ, რომ შიგნით შესვლის ნებართვა მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები აქამდეც მიმდინარეობდა. მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ.