აღმაშენებლის გამზირზე წლის ბოლომდე 180 ძირი ხე დაირგვება

595

ამ ჩანაცვლების შესახებ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობა. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, რომ არასწორად შერჩეული სახეობის ხეები, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე 2011 წელს დაირგო და მოგვიანებით დაზიანდა, ახალი ნერგებით ჩანაცვლებულიყო.

დაზიანებულ ხეებს სანერგე მეურნეობაში გადაიტანენ, სადაც ისინი გაისხვლება და შეიწამლება.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე თბილისში 12 000 მერქნიანი მცენარე დაირგვება.