უთოვლობის გამო დიდველსა და გოდერძიზე სეზონის გახსნა გადაიდო

34

წინა სტატია

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმციით, დიდველსა და გოდერძიზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა უთოვლობის გამო, დაგეგმილი გახსნა გადაიდო და როდის გაიხსნება სეზონი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ  კურორტ “გოდერძიზე“ სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს, ხოლო “გუდაურში“ – 15 დეკემბერს უნდა გახსნილიყო.

ასევე, ცნობილი, რომ გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა ძვირდება და 1-დღიანი აბონიმენტის ღირებულება 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. 2-დღიანი აბონიმეტი კი 80 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის ფასი სხვადასხვაა.

10-დღიანი აბონიმეტის ფასი უფროსებისთვის 420 ლარი, ბავშვებისთვის კი 260 ლარი ეღირება. რაც შეეხება საბაგიროთი ერთ ასვლას, ის წინა წლის მსგავსად, 10 ლარი ეღირება, ამდენივე ღირს კობი-გუდაურის საბაგირო გზით სარგლებლობაც.