თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი დაამტკიცა

878

წინა სტატია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი დაამტკიცა და მა მერიას გადაუგზავნის.

თბილისის საკრებულოში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო, დაახლოებით. 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დატოვეს, თუმცა სხდომა მათ გარეშე გაგრძელდა.

დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 871  631 000 ლარია და იგი გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 10 მილიონი ლარით მეტია. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი კიდევ გაიზრდება.

“დღეს კენჭი ვუყარეთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს რეკომენდაციებს, რომელიც თბილისის მერიას გადაეგზავნება. რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული და საკრებულოს დასამტკიცებლად გაზრდილი ბიუჯეტი 10 დეკემბრამდე დაუბრუნდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მინიმუმ 930 მილიონ ლარი იქნება “,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.